ქართული სამეცნიერო სფეროს გასაცნობად და სამომავლო თანამშრომლობისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ ფრაუნჰოფერის კვლევითი ინსტიტუტის (Fraunhofer Institute for Systems and Innovation Research ISI) (გერმანია, კარლსრუე) წარმომადგენლები.
ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის დელეგაცია მონაწილეობდა ორდღიან სიმპოზიუმში - „მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ინოვაციური ეკოსისტემის პოლიტიკის საშუალებით“ (Fostering Sustainable Development Through Innovative Ecosystem Policy). სიმპოზიუმი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის, აგრეთვე, იურიდიული ფაკულტეტების ორგანიზებით გაიმართა.






